Login
  registration
International day of the
birth of life 15 May
bank
ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დ ა კორექცია

    გავეცანით თქვენი ფონდის მიზნებსა და ძირითად მიმართულებას "გადაარჩინეთ სიცოცხლე" რამაც მოგვცა სტიმული მოგვემართა თხოვნით: არა მარტო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები არამედ ზოგადად წამალდამოკიდებული ან დროებით რემისიაში მყოფი ბენეფიციალები აუცილებლად საჭიროებენ მუდმივ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და კორექციას, ამისთვის ისინი მუდმივად უნდა იყვნენ გაწევრიანებულები სპეციალურ სერვის ცენტრებში.     სახელმწიფო ფიზიკურად (ფინანსურად) ვერ უზრუნველყოფს ყველა ამისთანა ბენეფიციარის მომსახურეობას (ეს შეუძლებელია). გარდა მედიკამენტოზური დახმარებისა ან მის პარალელურად და შემდგომი შედეგის მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგიური დახმარება.      ბენეფიციარებისთვის თუნდაც დროებითი რემისია რეალურად მინიმუმამდე ამცირებს "ნახმარი შპრიცის" ქუჩაში მოხვედრას, რაც დაიცავს ბავშვებს, მოზარდებს და მოქალაქეებს "C ჰეპატიტის და შიდცით" შემთხვევით დასნევოვნერბისგან. არ უბიძგებს ბენეფიციარებს გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები (საჭირო დოზის შესაძენი თანხის მოსაპოვებლად) შემოაბრუნებთ მათ საზოგადოებისა და ოჯახისკენ. საერთო ჯამში თქვენს მიერ გაწეული დახმარება ბენეფიციარებს შეუწყობს ხელს  დაიწყონ ჯანსაღი ცხოვრება, რომელიც რეალურად გახდება მათი ოჯახებისა და შვილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯოსებების საფუძველი. ამით თქვენ მისცემთ საშუალებას ათასობით ბავშვს ქონდეს ნორმალური ცხოვრება და ლამაზი ხვალინდელი დღე.     ჯანსაღი მომავალი თაობა არის ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი გენოფონდი     ჩვენს გარშემო გაერთიანებულია დაახლოებიტ 300 - 350 ბენეფიციარი, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რაც ითვალისწინებს ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ყოველდღიურ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებს სოც მუშაკების დახმარებას სპეიალურ წრეებში გაერთიანებას: ხატვა, ქანდაკება, ხეზე მუშაობა, ექსკურსიების და გამოფენების მოწყობა, ბენეფიციარებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება. ჩვენი გათვლებით ის მომსახურეობა რაც გათვალისწინებული გვაქვს ბენეფიციარებისთვის ერთი ბენეფიციარის სერვისი თვეში დაჯდება 480 - 530 ლარი.     გთხოვთ დაგვიფინანსოთ ზემოთ ხსენებული პროგრამა თქვენი შესაძლებლობის მიხედვით. ამით თქვენ არამარტო გაუწევთ დახმარებას ზემოხსენებულ ბენეფიციარებს, არამედ მისცემთ სახელმწიფოს საშუალებას ბიუჯეტიდან გამოანთავისუფლონ თანხები, რომელიც გათვალისწინებულია ამ ბენეფიციარების სამკურნალოდ და ეს თანხები მიმართონ ბავშვთა ლეიკემიისა და მსგავსი მძიმე დაავადების დასაფინანსებლად ამით თქვენ გეძლევათ საშუალება გადაარჩინოთ კიდევ ათობით სიცოცხლე. წინასწარ გიხდით მადლობას შპს G&G - ს ადმინისტრატორი: თეა დარჯანია იურიდიული სამსახურის უფროსი: გიორგი წიკლაური ჩვენ შესახებ ვფუნქციონირებთ 1999 წლიდან საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამედიცინო საქმიანობა და სერვისები ვართ "შპს გ და გ+" 50% - იანი წილის დამფუნძლნებელი. "შპს გ და გ+" ახორციელებს ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო პროგრამას ქ.თბილიში და ქ.ბათუმში 120 ბენეფიციარზე. ჩვენი რეკვიზიტებია:  “თიბისი ბანკი” ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: საბანკო კოდი - TBCBGE 22 , მიმღების დასახელება - “ შპს გ და გ ” ანგარიშსწორების ანგარიში - GE23TB7214136020100004 FOR GEL TRANSFER: BANK CODE TBCBGE 22, NAME OF BENEFICIARY - LTD “G DA G”, BEN’ S ACCOUNT - GE23TB7214136020100004

პროექტის დამატება
აირჩიეთ კატეგორია
აირჩიეთ ქვეყანა
პროექტის დასახელება
YouTube Url
მოკლე აღწერა
ტექსტი
სურათი
გთხოვთ ატვირთოთ სურათი
გამოქვეყნება
To upload Please
registration / Login