Login
  registration
International day of the
birth of life 15 May
bank
დავეხმაროთ 5 წლის ლუკას ლეიკემიასთან ბრძოლაში!!!

5 წლის ლუკა ვარდიშვილი გადაყვანილ იქნა 9 დეკემბერს ისრაელის "Sheba"-ს კლინიკაში,სადაც მას დაუდგინდა ცენტრალური ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი ფორმის ლეიკემია, დიაგნოზის დასმის შემდეგ,იქიდან გამომდინარე,რომ ისრაელში მკურნალობა ძალიან მაღალ თანხებთან (მინ. 300 000 აშშ დოლარი) იყო დაკავშირებული, 26 დეკემბერს ლუკა გადაყვანილი იქნა სტამბულში, "Medipol Mega"-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში, სტამბულში. მიუხედავად მიმდინარე ქიმიოთერაპიის კურსისა, თურქეთში გადაყვანის შემდეგ დამატებითმა კვლევებმა აჩვენა,რომ სიმსივნური უჯრედები გავრცელებულია ორივე თვალში,რის გამოც ლუკას მხედველობა ყოველ დღე უარესდება, შესაბამისად ექიმების მიერ იქნა მიღებული გადაწტვეტილება ქიმიოთერაპიის პარალელურად, ლუკას ჩაუტარდეს რადიოთერაპია, ოჯახს ამ მომენტისათვის ლუკას დიაგნოზის დასმაში და მიმდინარე მკურნალობაში უკვე გადახდილი აქვს 80.000$, რის გამოც მათ მოუწიათ გაეყიდათ ერთადერთი საცხოვრებელი ბინა. მიუხედავად ლუკას მძიმე დიაგნოზისა, იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის შედეგად უჯრედების რაოდენობა შემცირდა, ექიმები გვაძლევენ მისი სრული გამოჯანმრთელების იმედს, საუბარია კარგ შანსებზე, თუმცა ამისათვის საჭიროა ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კურსის გაგრძელება 6-8 თვის მანძილზე, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. მკურნალობის სავარაუდო ღირებულებად კლინიკა მოიაზრებს 100 000$-ს გართულებების არ არსებობის შემთხვევაში.სამწუხაროდ, ფინანსური დახმარების გარეშე ლუკა აუცილებელი დარჩებამკურნალობის გარეშე!

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ 5 წლის ლუკას ლეიკემიასთან ბრძოლაში და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე

თქვენი გვერდში დგომა, დახმარება და თითეული დოლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლუკასა და მისი ოჯახისათვის.

 

საბანკო ანგარიში

 

ბანკი -  JSC TBC BANK
TBILISI, GEORGIA
SWIFT:  TBCBGE22
ა\ა GE52TB7762345061100050 GEL
GE52TB7762345061100050 USD 
GE52TB7762345061100050 EUR

მიმღები: ფარნაოზ ვარდიშვილი (პაციენტის პაპა)

 

იუტუბის რგოლი - https://www.youtube.com/watch?v=sD_thbBjSjY

 

მიმაგრებულ ფაილში არის ლუკას დიაგნოზი

ხოლო ქვემოთ მოყვანილ ლინკზე არის ყველა კვლევის პასუხები და ანალიზის შედეგები

https://www.dropbox.com/sh/oe1qubz2ic5b6am/AACq8fbjL1A9WkUoeAmfLu1ta?dl=0

პროექტის დამატება
აირჩიეთ კატეგორია
აირჩიეთ ქვეყანა
პროექტის დასახელება
YouTube Url
მოკლე აღწერა
ტექსტი
სურათი
გთხოვთ ატვირთოთ სურათი
გამოქვეყნება
To upload Please
registration / Login